ირაკლი ბერაია: გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვიხადო

“ემოციურად გადაჭარბებული იყო – მინდა, ბოდიში მოვიხადო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ბერაია მის მიერ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირებით აცხადებს.

“ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მტკივნეული არის და ძალიან მძიმე არის იმის მოსმენა, როდესაც მმართველ გუნდს, მე პირადად, ჩემს კოლეგებს, დებენ ბრალს უაპელაციოდ, უსამართლოდ და უღირსად რუსების ინტერესების გადაჭარბებაში და, მით უმეტეს, როდესაც ამას აქვს სისტემატიური ხასიათი.

მეორე ნაწილს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს იყო გულწრფელად ვაღიარებ ამას, რომ ემოციურად გადაჭარბებული. თვითონ იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვისმენთ მუდმივად და, რა თქმა უნდა, გულწრფელად, ამის გამო, მინდა, ბოდიში მოვიხადო”, – აცხადებს ბერაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები