ირაკლი კობახიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
„შეხვედრაზე საქართველოსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
ბრიტანეთის ელჩმა საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.