ნინო წილოსანი: ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს – არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი მისი თანაგუნდელის, ალუდა ღუდუშაურის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
წილოსანის თქმით, გამოხატვის მსგავსი ფორმა მისთვის მიუღებელია.
“დღეს პოლიტიკურ განცხადებებში ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს. არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა და მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ამის წინაპირობა”, – წერს წილოსანი.