ლევან იოსელიანი: ქალი პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს – ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია

“ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ქალი დეპუტატების მიმართ გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, ქალებთან მსგავსი საუბარი მისთვის მიუღებელია.

“აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ, როგორი რთული მოსასმენიც  უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს”,- წერს იოსელიანი.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. ამასთან, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები