ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა თავად შემოგვთავაზა მორიგი მტკიცებულება, რატომ არ იყო გასაშვები ევროპაში მთავრობის მიერ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე CBS NEWS-თან საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, პრეზიდენტის ინტერვიუ მორიგი მტკიცებულებაა იმის, თუ რატომ არ იყო გასაშვები ევროპაში მთავრობის მიერ.
“სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ზურაბიშვილის ევროპაში გაშვება. სალომე ზურაბიშვილი როცა ევროპელ ლიდერებს ელაპარაკება ასეთი გზავნილებით, რომ პრემიერს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, გაურკვეველია ხელისუფლების საგარეო კურსი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი აგიტაცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა თავად შემოგვთავაზა მორიგი მტკიცებულება, რატომ არ იყო გასაშვები ევროპაში მთავრობის მიერ“, – განაცხადა კობახიძემ.