ირაკლი კობახიძე: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა ევროკავშირის მოთხოვნით, თითოეული დეტალი მათთან შეთანხმდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი ევროკავშირის მოთხოვნით მომზადდა.

მისივე განმარტებით, თითოეული დეტალი ევროკავშირთან შეთანხმდა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა ევროკავშირის მოთხოვნით, ეს იყო პირდაპირ ევროკავშირის მოთხოვნა. ჩვენ არ გვქონდა არავითარი პოლიტიკური მიზანი და ინტერესი რომ ასეთი კონკრეტული კანონი მოგვემზადებინა. თითოეული დეტალი შეთანხმდა ევროკავშირთან. ამის მიუხედავად, ოპოზიციამ მაინც მოახერხა სპეკულირება, მხარი არ დაუჭირა ამ კანონპროექტს. პრეზიდენტს მოუწოდეს, რომ ვეტო დაედო ამ კანონისთვის და ა.შ. ეს ყველაფერი ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ყველაფერს აკეთებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ეს ადამიანები, სადაც ევროკავშირის მოთხოვნა შესრულდა და ყველაფერი გავლილი იყო ევროკავშირთან, იქაც კი მოახერხეს სპეკულირება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები