ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევას თუ განაგრძობს, ამაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება, გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევას თუ განაგრძობს, ამაზე მმართველ გუნდს შესაბამისი რეაგირება ექნება.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის, ნინო ლომჯარიასა და გიორგი გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება იგეგმება, რომელსაც წარმატების შანსი არ აქვს.

“პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევას თუ განაგრძობს, ამაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება, გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს. სალომე ზურაბიშვილის შესაძლო პოლიტიკური გააქტიურების საკითხს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მისი, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება იგეგმება. ესეც მათი საქმეა, საბოლოო ჯამში, ამ პარტიასაც არავითარი წარმატების შანსი არ აქვს. რა თქმა უნდა, ისინი ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები