ირაკლი კობახიძე: ხაბეიშვილის განცხადებას აღვიქვამდით მუქარად, არასერიოზული კაცი რომ არ იყოს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“ლევან ხაბეიშვილის განცხადებას აღვიქვამდით მუქარად ხაბეიშვილი რომ არ იყოს არასერიოზული კაცი.

რაც შეეხება სააკაშვილს, მთელმა საზოგადოებამ ნახა რომ ეს კაცი არის ჩვეულებრივი სიმულიანტი, ის ორი წლის განმავლობაში სიმულირებდა, ასეთ პირობებში მას რა თქმა უნდა არავითარი პოლიტიკური წარმატების შანსები აღარ აქვს, სააკაშვილი აღარ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელმაც უნდა მოიხადოს დამსახურებული სასჯელი“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა:„რამდენჯერმე მაქვს მიწერილი პაპუაშვილისთვის და სააკაშვილთან შესვლაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა, ვაფრთხილებ, მოუწევს ძალიან ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისავე ოთახში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები