კახა კალაძე: დარწმუნებულები ვართ, აშშ-ის ახალი ელჩის პირობებში ურთიერთობები დალაგდება
თბილისის მერი, კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ახალი ელჩის პირობებში ორ ქვეყანას შორს ურთიერთობები დალაგდება.
მისივე თქმით, საქართველო საიმედო პარტნიორი ქვეყანაა.
„ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები აბსოლუტურად სხვა ფორმატში წარიმართება ის უხერხულობები, რაც არსებობდა, ჩაბარდება წარსულს, იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაზე. ის გაურკვევლობები, რომლებიც განცხადებებისა და მოწოდებების სახით დაფიქსირდა, ძალიან მძიმე და ცუდი იყო. დარწმუნებული ვართ, ახალი ელჩის პირობებში ეს ურთიერთობები დალაგდება, რადგან საქართველო საიმედო პარტნიორი და ის ქვეყანაა, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფვის“, – განაცხადა კალაძემ.