მამუკა მდინარაძე – “ენჯეოებზე”: მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ რამენაირად გაეფუჭებინათ ქართული სახელმწიფოს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებთან

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ენჯეოებმა” ყველაფერი გააკეთეს, რომ ქართული სახელმწიფოს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებთან რამენაირად გაეფუჭებინათ.

“მდიდარი „ენჯეოები“ არიან, მაგრამ ამაში არ არის მთავარი პრობლემა, რეალურად, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ რამენაირად გაეფუჭებინათ ქართული სახელმწიფოს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებთან. ახლა, როდესაც ქალბატონი დანიგანის გზავნილები არის უაღრესად პოზიტიური, როდესაც ჩვენ ძალიან საფუძვლიანი იმედი გვაქვს იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადავა პოზიტიური თვალსაზრისით, ყველა ნიშანია ამისა, ამ ფონზე განსაკუთრებულ ისტერიაში არიან და ცდილობენ, არა მხოლოდ ისინი, როგორც ვატყობ, ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომ პოზიტიური ურთიერთობების გაღრმავებას კი არ შეუწყონ ხელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, არამედ ხელი შეუშალონ. ყველაფერს აკეთებენ ამისათვის. ამის გამოძახილი იყო გუშინაც ის ე.წ. რაღაც საერთო პლატფორმიდან გამომდინარე განცხადებების კეთება, რაც აზიანებს და პირდაპირ მიმართულია ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობის დაზიანებისკენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები