ბექა დავითულიანი: ე.წ მდიდარ “ენჯეოებს” და ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიულ დონეზე არ აინტერესებთ

“ფაქტებითაც დასტურდება, რომ ე.წ მდიდარ “ენჯეოებს” და ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიულ დონეზე კი არ აინტერესებთ, არამედ ამ ურთიერთობების ინსტრუმენტალიზაციას ცდილობენ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ძალები ურთიერთობების გადატვირთვას ხელს ვერ შეუშლიან.

“როდესაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება და გაღრმავება ხდება, მათი მხრიდან ამ პროცესის ხელის შეშლა ხდება, რათა ერთგვარი მონოპოლია ჰქონდეთ ამ ურთიერთობებზე და მათი ინტერესია, ამერიკა იყოს მათ მხარეს და არა ის, რომ ამერიკა იყოს საქართველოს ინტერესების მხარეს. საბედნიეროდ, ახალი ელჩის პირობებში ხდება ამ ურთიერთობების გადატვირთვა და ვფიქრობ, რომ ეს რადიკალური ძალები ვერ შეუშლიან ხელს ამ ურთიერთობების გადატვირთვას”, – განაცხადა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები