მდინარაძე – სააკაშვილზე: იცით, ხალხი რას აპროტესტებს? ეს ადამიანი ციხეშია, სასჯელს იხდის თუ სანატორიუმში უნდა იყოს და ისვენებდესო?
“იცით, ხალხი რას აპროტესტებს? ეს ადამიანი ციხეშია, სასჯელს იხდის თუ სანატორიუმში უნდა იყოს და ისვენებდესო?”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რომ რამდენიმე ასეული სტუმარი ჰყავდა პატიმარ სააკაშვილს, სასჯელის მოხდის ფორმას არ ჰგავდა.
„პარლამენტის თავმჯდომარის ვალდებულება კი არა არის ციხეში ვინმეს შეშვება ან არშეშვება, არამედ ეს არის დისკრეციული უფლებამოსილება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია, შეუშვას ან არ შეუშვას. იქ რომ სასტუმრო გახდა ერთი პერიოდი და რამდენიმე ასეული სტუმარი ჰყავდა სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულების ჩამდენ პატიმარ სააკაშვილს, ეს მაინც და მაინც არ ჰგავდა სასჯელის მოხდის ფორმას. უფრო “ნაცმოძრაობის” შტაბ-ბინას ჰგავდა და მისი ბელადის, რომელსაც სიცოცხლეშივე გაუხსნეს მავზოლეუმი. მავზოლეუმის დირექტორი დადის ახლა სოფელ-სოფელ და საოცრებებს ლაპარაკობს. სხვები ბოლშევიკურ შავ სიებს ადგენენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.