რატი ბრეგაძე: მჯერა, სტატუსის მიღებას აუცილებლად ვიზეიმებთ
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებს.
„საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი მაქვს და მჯერა, სტატუსის მიღებას აუცილებლად ვიზეიმებთ. როგორც ხედავთ, ხელისუფლება დგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა შესრულდეს ყველა პუნქტი, რომელიც აუცილებელია სტატუსის მისაღებად. ოპოზიციასაც მოვუწოდებდი, აქტიური მონაწილეობა მიიღონ დეპოლარიზაციაში“, – განაცხადა მინისტრმა.