ნაზი ჯანეზაშვილი: საერთაშორისო ურთიერთობები ხელისუფლების პრეროგატივაა და თუ მათ უნდათ რომელიმე ქვეყანასთან ჯანსაღი ურთიერთობა, თვითონ უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები
არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” დირექტორის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, თუ მმართველს გუნდს სურს, რომ რომელიმე ქვეყანასთან ჯანსაღი ურთიერთობა ჰქონდეს, მაშინ ამისთვის ქმედითი ნაბიჯები თვითონ უნდა გადადგას.
“საერთაშორისო ურთიერთობები არის სახელმწიფოს პრეროგატივა, ხელისუფლების პრეროგატივა და თუ მათ უნდათ რომელიმე ქვეყანასთან ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობა, თვითონ უნდა გადადგან ამისთვის ქმედითი ნაბიჯები. როგორც ჩანს, მათ არ მოსწონთ მთელი ის გამოვლენილი ფაქტები, შემთხვევები, ამა თუ იმ კვლევის შედეგები და ასეთი ფორმით რეაგირებენ ყველაფერზე. ფაქტია ის, რომ სანქცირებულები არიან მოქმედი მოსამართლეები, ამას გვერდს ვერავინ ვერ აუვლის და ამას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ცნობისთვის, 30 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს.