იუსტიციის მინისტრი: ალბათ, მსოფლიოში რთულად თუ მოიძებნება პატიმარი, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული, როგორც სააკაშვილის
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ალბათ, მსოფლიოში რთულად მოიძებნება პატიმარი, რომლის უფლებებიც ისე ზედმიწევნით იყოს დაცული, როგორც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის.
„სამართლებრივად, ნებისმიერ დავაში სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გამართლდა საქართველო. მე თქვენგან პირადადაც, ასევე თქვენი ტელევიზიისა და სხვა ტელევიზიის წარმომადგენლებისგანაც, ოპოზიციის წარმომადგენლებისგანაც, ბევრჯერ გამიგია, რომ ირღვეოდა მსჯავრდებულ სააკაშვილის უფლებები, ხდებოდა კანონდარღვევა, მაგრამ ეს არასოდეს დასტურდება. ეს არის სუბიექტური აღქმები, სამართალი კი ამ შემთხვევაში საუბრობს აბსოლუტურად სხვა რამეზე და სააკაშვილის უფლება რომ არის დაცული, ალბათ, რთულად თუ მოიძებნება პატიმარი ნებისმიერ ქვეყანაში, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული“, – განაცხადა მინისტრმა.