გურამ მაჭარაშვილი: შეშურდათ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან აშშ-ის ახალ ელჩს ნორმალური ურთიერთობა აქვს

“ახლა მათ შეშურდათ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან აშშ-ის ახალ ელჩს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ნორმალური ურთიერთობა აქვს და სწორად უყურებს პროცესებს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ მესამე სექტორზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის.

„აქედან გამომდინარე, არასამთავრობო სექტორმა დაიწყო ისეთი ქმედებები, რომ ელჩს აიძულებენ, რაიმე ტიპის განცხადებები გააკეთოს. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ არასამთავრობო სექტორი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის და აშშ-ის ელჩს, რომელსაც უნდა ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან, უქმნიან ისეთ სურათს, რომ მანაც ისე შეხედოს, როგორც მისმა წინამორბედმა. იმედი მაქვს, ეს ასე არ მოხდება და არ აჰყვება ენჯეოების პროვოკაციას“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, 30 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები