ერდოღანმა შვედეთის წინადადება ნატოში გაწევრიანების შესახებ რატიფიკაციისთვის პარლამენტს გაუგზავნა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კანონპროექტი, რომელიც შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციას გულისხმობს, პარლამენტს გადაუგზავნა.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„შვედეთის ნატოში გაწევრიანების ოქმს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2023 წლის 23 ოქტომბერს ხელი მოაწერა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას მიმართა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა მიმდინარე წლის ივლისში ნატოს სამიტზე მოკავშირეებს განუცხადა, რომ შვედეთის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირების კანონპროექტს თურქეთის პარლამენტს ოქტომბერში გაუგზავნიდა. მანამდე ერდოღანი შვედეთის წინადადებას, ქურთული ჯგუფების მიმართ დამოკიდებულების გამო ეწინააღმდეგებოდა, რომლებსაც თურქეთი საფრთხედ მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები