გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ წლის ბოლოს მივულოცავთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ოპოზიციას მივუსამძიმრებთ

„წლის ბოლოს აშშ და ევროკავშირი, სადაც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, მიიღებენ რაციონალურ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც ისედაც ეკუთვნოდა შარშან საქართველოს, ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს როლი სამართლიანად იქნება შეფასებული.

“ყველამ ვიცით, კანდიდატის სტატუსი ობიექტურად რა შემთხვევაში ენიჭება ქვეყანას – უნდა ტარდებოდეს რეფორმები, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა მუშაობდნენ და მათი მუშაობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში შარშანაც ეკუთვნოდა საქართველოს. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო არასამართლიანი. წელს დარწმუნებულები ვართ, სამართლიანად იქნება შეფასებული საქართველოს როლი თანამედროვე მსოფლიოში და ევროკავშირი სწორ, ღირსეულ და, რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ოპოზიციას გლოვა აქვს გამოცხადებული, რადგან მათ დღის წესრიგშია სტატუსის არმიღება და არეულობის მცდელობა ქვეყანაში, მაგრამ მე შემიძლია, მათ ვუთხრა, რომ ჩვენ წლის ბოლოს მივულოცავთ საქართველოს და მივუსამძიმრებთ მათ კანდიდატის სტატუსის მიღებას”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები