“კიდევ კარგი, ზოგიერთები ხელისუფლებაში არ არიან, თორემ შეიძლება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, ყველა ქვეყანაში საელჩოები დაეხურათ” – მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე
“ისეთი მოსაზრებები და პოზიციები მოვისმინეთ პარლამენტში ჩვენი ოპონენტების მხრიდან, კიდევ კარგი, ზოგიერთები ხელისუფლებაში არ არიან, თორემ შეიძლება, ყველა ქვეყანაში საელჩოებიც კი დაეხურათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ოპოზიციის წარმომადგენლებისგან დღეს პარლამენტში მოვისმინეთ, რომ თითქოს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებამ შეიძლება შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც აბსურდია.
დღეს დეტალურად მოვისმინეთ ილია დარჩიაშვილისგან პოზიციები. მან უპასუხა ყველა კითხვას. ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა ჩინეთთან ურთიერთობებში აბსოლუტურად შესაბამისობაშია სწორედ იმ საგარეო კურსთან, რაც საქართველოს პარლამენტის მიერ არის განსაზღვრული და რასაც ასრულებს საქართველოს მთავრობა. ეს ხელოვნურად შექმნილი ამბავი ცოტა რეალობას მოკლებულია“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.