“მძიმე და ძალიან სენსიტიური თემაა სხვადასხვა გარემოებების გამო, მათ შორის ესეც ართულებს კანონის აღსრულებას”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას, რამდენად ქმედითუნარიანია არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ კანონი.
კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი მზადაა კანონმდებლობის დონეზე რაც გამოსასწორებელია, ყველაფერზე იმსჯელონ.
„პრობლემა რჩება პრობლემად და ეს პრობლემა არის გადასაჭრელი. მზად ვართ, რომ კანონმდებლობის დონეზე, რაც არის გამოსასწორებელი ყველაფერზე ვიმსჯელოთ და გამოვასწოროთ“, – განაცხადა კობახიძემ.