შალვა პაპუაშვილი: თუ ზურაბიშვილი გააგრძელებს ვიზიტების განხორციელებას მთავრობის თანხმობის გარეშე, ამით საკუთარ თავს საბოლოოდ დააყენებს კონსტიტუციის მიღმა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გააგრძელებს ვიზიტების განხორციელებას მთავრობის თანხმობის გარეშე, ამით საკუთარ თავს საბოლოოდ დააყენებს კანონისა და კონსტიტუციის მიღმა.

„უარი თქვა პასუხზე, რას აპირებს დღეის იქით. აპირებს თუ არა, კვლავ გააგრძელოს კონსტიტუციის დარღვევა, შესაბამისად გააგრძელოს ძალაუფლების უზურპირება თუ აპირებს აღიაროს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა და დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას. აი, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი გააგრძელებს ვიზიტების განხორციელებას მთავრობის თანხმობის გარეშე, ამით საკუთარ თავს საბოლოოდ დააყენებს კანონისა და კონსტიტუციის მიღმა, შესაბამისად იმ სამართლებრივი წესრიგის მიღმა, რომელიც ამ ქვეყანაში არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები