შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისი თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.
„ჯერჯერობით არაფერი არ არის და საიდან იგონებთ ამ ტყუილებს?!“, – განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს აშშ-ის ახალ ელჩთან, რობინ დანიგენთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.