რომან გოცირიძე: ოპოზიციამ ჩააბარა გამოცდები

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის განცხადებით, ოპოზიციამ გამოცდა ჩააბარა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი დარწმუნებული იყო იმაში, რომ იმპიჩმენტი შედგებოდა.

“ეჭვები იყო, რა თქმა უნდა და საუბარი იმის თაობაზე, რომ მოისყიდიან, შეაშინებენ და ა.შ. “ქართული ოცნება” დარწმუნებული იყო იმაში, რომ იმპიჩმენტი შედგებოდა, თორემ ამ პროცესს არ დაიწყებდნენ და ასეთ სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაიგდებდნენ თავს. ფაქტობრივად, განიცადეს სრული მორალური, პოლიტიკური და სამართლებრივი კრახი. ასე რომ, ოპოზიციამ გამოავლინა როგორც პოლიტიკური, ასევე – ზნეობრივი სიმტკიცე და ჩააბარა გამოცდები”, – განაცხადა რომან გოცირიძემ “კურიერთან” საუბრისას.

ცნობისთვის, პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები