სალომე ზურაბიშვილი დეპუტატების შეკითხვებს არ უპასუხებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში, იმპიჩმენტის საკითხის განხილვის პროცესში, დეპუტატების მიერ მისთვის დასმულ კითხვებს არ უპასუხებს.
„სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა. ჩვენ ვერ დავავალდებულებთ მომხსენებელს და, მათ შორის, თანამომხსენებელს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ დროისთვის, სხდომაზე ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული.