მამუკა მდინარაძე: „ქალბატონო სალომე, შემიძლია მოგილოცოთ, – „ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგი კამპანია ჰქვია

„ქალბატონო სალომე, შემიძლია მოგილოცოთ – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგი კამპანია ჰქვია“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.

„რას ეტყვითო თქვენს შვილებსო, ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხს გაგცემთ: მე პირადად ვეტყვი, როგორც მწამდა და მჯეროდა იმას ვაკეთებდი პირადად პოლიტიკაში. მე სხვის დავალებებს არ ვიღებდი და არც არასდროს მივიღებ – ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს მათ თავს დავიფიცებ, რომ ეს ასე იქნება სულ. ჩვენი თითოეული გუნდის წევრი არავის დავალებას არ მიიღებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები