ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველოს პრეზიდენტი არის ალიანსში კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“

“პრეზიდენტი ამ დარღვევებით უპირისპირდებოდა არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციის წესრიგს, არამედ ევროინტეგრაციის ინტერესს”, – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი “ნაცმოძრაობასთან” ალიანსშია.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტი არის ალიანსში კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ და იცით, რა სულისკვეთებით მოქმედებს ეს პოლიტიკური ძალა. მათ არ სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და იგივე სულისკვეთებით მოქმედებს სალომე ზურაბიშვილი. ეს იყო ის დრო, როდესაც ჩვენ რეაგირება უნდა მოგვეხდინა მისი მხრიდან კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები