იაგო ხვიჩია – პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ამ პროცესში ყველაფერი ყალბია

“ამ პროცესში ყველაფერი ყალბია”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, მის პარტიას სიყალბეში მონაწილეობა არ სურს.

“ყალბი კონსტიტუცია, ყალბი საკონსტიტუციო სასამართლო, ყალბი პრეზიდენტი, რომელიც მართლა პრეზიდენტი რომ იყოს, ამას არავინ გაუბედავდა და არც ოპოზიციას სთხოვდა იმას, რომ მარტო მე დამითმეთ დარბაზიო. ყალბია ოპოზიცია, რომელსაც უბედავენ იმას, რომ შიგნით არ შემოხვიდეთო. მთელ ამ სიყალბეში ჩვენ მონაწილეობის მიღება არ გვინდა, მაგრამ გვინდა, რომ დავაკვირდეთ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები