კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს „ვაზ-21“-სა და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი მგზავრი დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები