“როდესაც უნგრეთის პრემიერმინისტრს ესხმიან თავს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი, ვინც სააკაშვილის დიქტატურის შემქმნელები იყვნენ ადრე, ეს პირდაპირ აჩვენებს მათ რეალურ სახეს” – რატი იონათამიშვილი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოში რატი იონათამიშვილი ვიქტორ ორბანის ვიზიტსა და ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„უნგრეთი არის ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა და აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერი, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით. უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არის ფასდაუდებელი. როდესაც უნგრეთის პრემიერმინისტრს ესხმიან თავს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი, ვინც სააკაშვილის დიქტატურის შემქმნელები იყვნენ ადრე და სხვაზე საუბრობენ რამეს, ეს პირდაპირ აჩვენებს მათ რეალურ სახეს. ისინი გრძნობენ ძალიან დიდ საფრთხეს, ვინაიდან ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.