“იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს დადგენილებას, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია” – გურამ მაჭარაშვილი

“იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია დადგენილება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს საპარლამენტო და არა საპრეზიდენტო მმართველობა. ბევრი იურიდიული თავსატეხი აქ ნამდვილად არ არის, რადგან პრეზიდენტსა და მის წარმომადგენლებს პროცესზე აღიარებითი ჩვენებები აქვთ მიცემული, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია დადგენილება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის ძირითადი კანონი, ამის შესახებ გადაწყვეტილება 9 მოსამართლისგან შემდგარმა პლენუმმა უნდა მიიღოს. დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, 14 ოქტომბრამდე წერილობით უნდა გადაეგზავნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები