ნიკოლოზ სამხარაძე: ველი, რომ ჩვენი და აშშ-ის ახალი ელჩის ამოცანები და სურვილები ერთმანეთს დაემთხვევა
ველი, რომ ჩვენი ამოცანები და სურვილები დაემთხვევა იმ ამოცანებსა და სურვილებს, რაც აშშ-ის ახალ ელჩს ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„მინდა, ასევე ვისურვო, რომ 3 წლისთავზე, როდესაც ის საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას დაასრულებს, ჩვენ ერთად ვიამაყოთ იმ შედეგებით, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობებში გვექნება“, – აღნიშნა სამხარაძემ.