საქართველოს პარლამენტის აპარატის დელეგაცია აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის დელეგაცია აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის აპარატის უფროსის მიწვევით განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის აპარატის ხელმძღვანელთან – ფარიდ გაჯიევთან და აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან. შეხვედრა ასევე შედგა აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრს დეპუტატებთან.

„მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების აპარატების საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით. როგორც შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის პარლამენტების აპარატებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

ვიზიტის ფარგლებში, განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ქეთევან კვინიკაძემ აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები