სალომე სამადაშვილი: არ ვიცი, მსგავს სულელურ ჭორებს ვინ ავრცელებს
“ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, გიორგი გახარიას გუნდი და მამუკა ხაზარაძის “ლელო” წინასაარჩევნოდ შესაძლოა, გაერთიანდნენ – არ ადასტურებს და ,,სულელურ ჭორს,, უწოდებს.
“არანაირად არ ვადასტურებ, არ ვიცი მსგავს სულელურ ჭორებს ვინ ავრცელებს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სულელური ჭორი. არანაირ დღის წესრიგში არ დგას გახარიას პარტიასთან არანაირი თანამშრომლობა – კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა, ეს ვთქვა”, – აღნიშნა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, “კურიერის” ინფორმაციით, გიორგი გახარიას გუნდი და მამუკა ხაზარაძის “ლელო” წინასაარჩევნოდ შესაძლოა, გაერთიანდნენ.