IDF: “ჰამასის” მიერ დატყვევებული ისრაელელები, სავარაუდოდ, მიწისქვეშ იმყოფებიან

ისრაელის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ “ჰამასის” მიერ აყვანილი მძევლები მიწისქვეშ არიან.

ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა CNN-ს განუცხადა.

მანამდე იყო ვარაუდები, რომ მძევლები შესაძლოა, მიწისქვეშა გვირაბების ლაბირინთში იმყოფებიან, რომლებსაც ბოევიკები იყენებენ.

”საღი გონება გვკარნახობს, რომ ისინი მიწისქვეშ არიან. გონება ასევე გვკარნახობს, რომ თუ “ჰამასმა” დაგეგმა ეს თავდასხმა და მძევლების აყვანა ჰქონდა გადაწყვეტილი, მათ წინასწარ უნდა ჰქონოდათ განსაზღვრული ადგილებიც, სადაც მძევლების დამალვა იქნებოდა შესაძლებელი, რომ ისრაელის დაზვერვას ვერ მიეგნო”, – თქვა მან.

IDF წარმომადგენლის თქმით, მძევლებთან დაკავშირებული მდგომარეობა უკიდურესად მგრძნობიარე და რთული თემაა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს აქვს მძევლების გათავისუფლების გამოცდილება, მსგავს რამესთან შეხება ჯერ არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები