ისრაელის არმია “ჰამასის” გვირაბების ქსელს ბომბავს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში “ჰამასის” გვირაბების ქსელს ბომბავენ.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში IDF-ის წარმომადგენელმა, ჯონათან კონრიკუსმა დაწერა.

„ჩათვალეთ, რომ ღაზას სექტორში ერთი ფენაა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ერთი ფენა – “ჰამასისთვის“, – თქვა მან.

კონრიკუსის თქმით, 2007 წლიდან ღაზას სექტორში ხელისუფლებაში “ჰამასის” მოსვლის შემდეგ აშენებული გვირაბები გამოიყენება საქონლის ტრანსპორტირებისთვის და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

„აქ ბევრად მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ისრაელის საჰაერო ძალები ღაზას ბევრ რაიონს ურტყამენ. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვურტყამთ “ჰამასის” მეთაურებს, ხელისუფლების ყველა ეშელონის მაღალ ლიდერებს. რაც უნდა იყოს, თუ ის “ჰამასს” ეკუთვნის, ყველაფერს ვანადგურებთ”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები