ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და “ეროვნული ერთიანობის” პარტიის ლიდერი, ბენი განცი საგანგებო მთავრობის შექმნაზე შეთანმხდნენ.
ნეთანიაჰუ და განცი ერთმანეთს თელ-ავივში, IDF-ის შტაბ-ბინაში შეხვდნენ.
შეხვედრა ნახევარ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც “ლიკუდისა” და “ეროვნული ერთიანობის” იურისტებმა დეტალების შეთანხმება დაიწყეს.
შეიქმნება “ომის კაბინეტი”, რომელშიც შედიან ნეთანიაჰუ, განცი და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი.
გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მთავრობა „არ წაახალისებს კანონპროექტს ან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც არ ეხება ომს“, ხოლო ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყველა დანიშვნა ავტომატურად გაგრძელდება ომის ხანგრძლივობის განმავლობაში.