ისრაელში მცხოვრები ქართველი: აქაურ ხალხს ადვილად ვერ გატეხ – სახლში ამზადებენ საკვებს ჯარისკაცებისთვის, დგანან სამხედრო გზებზე და აწვდიან

“აქაურ ხალხს ასე ადვილად ვერ გატეხ. ისრაელელები, რომლებიც ქვეყანაში არ იყვნენ, ბრუნდებიან და უერთდებიან ჯარისკაცებს. ხალხი სახლში ამზადებს საკვებს ჯარისკაცებისთვის, დგანან სამხედრო გზებზე და აწვდიან”,- ამის შესახებ ისრაელში მცხოვრები ქართველი, მარიამ აკოშვილი ტვ “პირველთან” საუბრისას აცხადებს.

მისივე თქმით, ისრაელი ერთიანია.

“ჩემი შვილი ჩემ გვერდით იყო და სანამ სულ პატარა ავიყვანე საწოლიდან, ის გაიქცა და მისი დაიკო საწოლიდან აიყვანა და გაიქცა ბომბდამცავ ოთახში. აგროვებენ პროდუქტებს, ტკბილეულს, ბავშვები ხატავენ ნახატებს, უგზავნიან ჯარისკაცებს, რათა ისინი გაამხნევონ. მე მსგავსი რამ არ მინახავს არასდროს. ისრაელი არის ძალიან ძლიერი, ძალიან ერთიანი. აქაურ ხალხს ასე ადვილად ვერ გატეხ. ისრაელელები, რომლებიც ქვეყანაში არ იყვნენ, ბრუნდებიან და უერთდებიან ჯარისკაცებს. ხალხი სახლში ამზადებს საკვებს ჯარისკაცებისთვის, დგანან სამხედრო გზებზე და აწვდიან”, – ამბობს ისრაელში მცხოვრები ქართველი.

ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები