ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა, ღაზაში კი 950-მდე გარდაცვლილია

“ჰამასის” თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა, რომელთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის ძალების სპიკერი, ჯონათან კონრიკუსი ადასტურებს.

მისივე თქმით, დაღუპულთაგან უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

რაც შეეხება ღაზას სექტორს, “ჰამასის” მიერ მართულ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 950- მიუახლოვდა.

მათივე თქმით, 5000 მოქალაქე დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები