ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზას სექტორში “ჰამასის” სამიზნეებზე 450-ზე მეტი დარტყმა მიიტანეს.
IDF-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იერიში გრძელდება.
აღნიშნულია, რომ 200-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა ალ-ფურქანის რაიონში, რომელსაც “ჰამასი” ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის იყენებს.
7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში “ჰამასის”, ჯამურად, უკვე 1050 სამიზნე გაანადგურეს.
ამავე დროს, პალესტინაში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში ისრაელის მიერ ათასზე მეტი სახლია განადგურებული, მათგან 560 საცხოვრებლად გამოუსადეგარია.