ისრაელის სამხედროებმა კიბუცში 30 ადამიანი გადაარჩინეს, რომლებიც „ჰამასის“ „ბოევიკებს“ სამი დღე ემალებოდნენ

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ისრაელში, კიბუც ეინ ჰაშლოშაში, 30 ადამიანის პოვნა და გადარჩენა შეძლეს, რომლებიც „ჰამასის“ „ბოევიკებს“ ემალებოდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ორშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათზე მიიღეს „კატასტროფის სიგნალი“ და ჯგუფის ადგილმდებარეობის დადგენა შესაძლებელი გახდა.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ისრაელისა და ტაილანდის მუშების ჯგუფი „ჰამასის“ მებრძოლებს სამი დღის განმავლობაში მინდვრებში ემალებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები