აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 12 ოქტომბერს ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბლინკენი ისრაელის ხალხს ტერორიზმის წინაშე ბრძოლაში მხარდაჭერას გამოუცხადებს.
„ეს იქნება სოლიდარობისა და მხარდაჭერის გზავნილი. მას, რა თქმა უნდა, სურს მოისმინოს ისრაელის ლიდერებისგან, უშუალოდ მათგან სიტუაციის შესახებ, რომლის წინაშეც ისინი დგანან… იმის შესახებ, თუ რა სჭირდებათ მათ და როგორ შეგვიძლია მათი ეფექტური მხარდაჭერა“, – განაცხადა მილერმა.