ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით 15-მდე რაკეტა გაისროლეს
ისრაელის არმიამ თავის „ტელეგრამის არხზე“ იტყობინება, რომ ლიბანის ტერიტორიიდან 15-მდე რაკეტა იქნა გასროლილი.
მათივე ცნობით, ოთხი მათგანი შეჩერებულ იქნა, ხოლო 10 ღია ადგილებში ჩამოვარდა.
„ჩრდილოეთ ისრაელში გაშვების პირველადი ინფორმაციით, ლიბანის ტერიტორიიდან დაახლოებით 15 რაკეტა იქნა გასროლილი. ისრაელის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემამ ოთხი რაკეტა წარმატებით შეაჩერა, ხოლო გასროლილი რაკეტებიდან ათი ღია ადგილებში ჩამოვარდა“, – ნათქვამია არმიის „ტელეგრამის“ არხზე.