ისრაელის თავდაცვის მინისტრი: გადავდივართ სრულ შეტევაზე, ღაზა აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელი ღაზას სექტორზე სრულ შეტევაზე გადადის.

„მე მოვხსენი ყველა შეზღუდვა, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი ტერიტორიაზე და გადავდივართ სრულ შეტევაზე. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეცვალოთ რეალობა. ჩვენ ვნახეთ ამის ფასი და თქვენ ნახავთ ცვლილებას. „ჰამასს“ სურდა ცვლილება ღაზაში, ის ნახავს 180-გრადუსიან ცვლილებას, განსხვავებულს იმისგან, რასაც ისინი ელოდებოდნენ. ისინი ინანებენ ამ მომენტს, ღაზა არასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო“, – აღნიშნა გალანტმა.

მისივე თქმით, „ჰამასი“ ინანებს იმ მომენტს, ღაზა აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო.

„ვინც მოდის თავების მოსაკვეთად, ქალების, ჰოლოკოსტს გადარჩენილთა მოსაკლავად – ჩვენ მათ მთელი ძალით და კომპრომისის გარეშე მოვსპობთ“, – დასძინა გალანტმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.

თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები