მედია: კფარ აზაში „ჰამასის“ მიერ მოკლული 40-მდე ბავშვის ცხედარი იპოვეს, ზოგიერთს თავი მოჰკვეთეს

ისრაელში, კიბუც კფარ აზაში 40-მდე ბავშვის ცხედარი იპოვეს, ზოგიერთ მათგანს თავები ჰქონდა მოკვეთილი. როგორც I24 News წერს, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯარისკაცები წარმოუდგენელ საშინელებებს ხვდებიან, როდესაც ისინი მსხვერპლთა ცხედრებს აშორებენ.

ისრაელის არმიამ ათობით ჟურნალისტი „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ჩადენილი დანაშაულების დასათვალიერებლად ერთ-ერთ თემში მიიწვია.

როგორც კორესპონდენტი აცხადებს, ცხედრები ჯერ კიდევ მიწაზე დევს, რათა „ჰამასის“ სისასტიკე მთელმა მსოფლიომ დაინახოს.

„სიკვდილის სუნი – ეს არის ის, რაც დარჩა ოდესღაც ძლიერი საზოგადოებისგან. ახლა უცხოური პრესა მოწვეული იყო არაადამიანური დანაშაულების მოწმეებად, ისევე როგორც მოკავშირეებმა გააკეთეს მეორე მსოფლიო ომის მოგების შემდეგ და ჰოლოკოსტის საკონცენტრაციო ბანაკების გათავისუფლების შემდეგ. 70-ზე მეტი შეიარაღებული ტერორისტი შეიჭრა საზოგადოებაში. მათი ცხედრები ჯერ კიდევ მიწაზე დევს, რათა მთელმა მსოფლიომ დაინახოს რა სისასტიკე ჩაიდინეს „ჰამასის“ ტერორისტებმა“, – წერს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები