ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1000-ს აჭარბებს, ღაზას სექტორში – 830-ს

“ჰამასის” თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1000-ს აჭარბებს.

ამის შესახებ აშშ-ში ისრაელის საელჩოში განაცხადეს.

კერძოდ, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 1008 ადამიანია დაღუპული, რომელთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. დაშავებულთა რიცხვი კი უკვე 3418-ზე მეტია.

რაც შეეხება პალესტინას, ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა რიცხვმა 830-ს გადააჭარბა, დაშავებულია 4000 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები