არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

არგენტინის ჩრდილო-დასავლეთში 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის – ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სან სალვადორ დე ჟუჟუის ჩრდილო-დასავლეთით 171 კილომეტრში, 240 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქალაქში 300 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

შესაძლო მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები