ისრაელში დღეს Magen David Adom-ის სისხლის ჩაბარების სამსახური პუნქტებს გახსნის.
ამის შესახებ The Times of Israel წერს.
აღნიშნულია, რომ დონაციის მსურველებმა პუნქტების ადგილები და დრო სამსახურის ვებგვერდზე შეიძლება, ნახონ.
ამავე დროს, თელ-ავივში იხილოვის ჰოსპიტალი სისხლის ჩაბარების საათებს უკვე დღეს აცხადებს.
მსურველებს ჰოსპიტალში 12:00 საათიდან 20:00 საათამდე ელოდებიან.
განსაკუთრებული მოთხოვნაა სისხლის ჯგუფის O (I) დონორებზე.