ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 687-მდე გაიზარდა, მათ შორის 140 ბავშვია, – ამის შესახებ ნათქვამია ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ცნობით, დაშავებულთა რაოდენობამ 3 726-ს მიაღწია – მათგან 10% ბავშვია.
სამინისტროს მტკიცებით, ისრაელის ძალებმა სასწრაფო დახმარების მანქანებს ესროლეს, რის შედეგადაც 11 სასწრაფო და ერთი ჯანდაცვის მანქანა მთლიანად განადგურდა.
პალესტინის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, იგი აგრძელებს კავშირს და თანამშრომლობას გლობალურ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, რათა შეივსოს საავადმყოფოების მედიკამენტების, სამედიცინო აღჭურვილობისა და საწვავის ნაკლებობა.