მედიის ცნობით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-მდე გაიზარდა

„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 900-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

აღნიშნული მონაცემი ოფიციალური უწყებების მიერ ჯერ არ დადასტურებულა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.

თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები