„ჰამასი“ იმუქრება, რომ ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ, მძევლების სიკვდილით დასჯას დაიწყებს

„ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფება იმუქრება, რომ ისრაელის მიერ ღაზაში გაფრთხილების გარეშე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ, მძევლების სიკვდილით დასჯას დაიწყებს.

„ამ საათიდან, ჩვენ ხალხზე ნებისმიერ თავდასხმას საკუთარ სახლებში, გაფრთხილების გარეშე, მოჰყვება სამოქალაქო მძევლების სიკვდილით დასჯა, რაც გადაიცემა ვიდეო და აუდიო საშუალებით“, – განაცხადა ჰამასის ბრიგადების სპიკერმა, აბუ ობეიდმა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქნესეთის წევრებს დღეს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა, რომ ისრაელი არ ჩამოაგდებდა ბომბებს იმ შენობების სახურავებზე, რომლებიც მიზნად ისახავდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის გაქცევის გაფრთხილებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები